გეგმები

კომპონენტები
ინსტრუქია

მასწავლებლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია
 მარეხი უსტიაშვილი
577412455
 ustiashvilimarekhi@gmail.com                               

სასწავლო საგნის სახელწოდება
ინგლისური ენა

სწავლების კლასი
IX

სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
წლიური
2 საათი

სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
ინგლისური ენის ცოდნის ფლობა მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში, რათა ადამიანმა ადვილად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების ადვილად რეალიზება. ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინგლისური ენის სწავლებას.ინგლისური ენის სწავლება ემსახურება სახელმწიფო მიზნის განხორცილებას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მოახდენს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, რეალიზებას და დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ცხოვრებაში.


სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული

სასწავლო საგნის მიზანი
ინგლისური ენის სწავლებას სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მიზანი აქვს. საშუალო  საფეხურზე უცხოური ენის მთავარი აღმზრდელობითი მიზანია მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის აღჭურვა ბაზისური ცოდნით, რომელიც მას ხელს შეუწყობს, გზა გაიკვლიოს თანამედროვე ცხოვრებაში.
1.         მოსწავლემ მოისმინოს და გაიგოს მასწავლებლის მითითებები;
2.         მოსწავლემ მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტი;
3.         მოსწავლემ შეიძინოს ხმამაღალი კითხვის ტექნიკა;
4.      მოსწავლემ შეძლოს სავარჯიშოს პირობის წაკითხვა და გაგება;
5.         მოსწავლემ წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა თემატიკაზე აგებული ტექსტები;
6.         მოსწავლემ აითვისოს კითხვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. მაგ. ამოიცნოს ნაცნობ და ხშირად გამოყენებულ სიტყვები;
მოსწავლემ წაიკითხოს და ანალიზი გაუკეთოს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
    7.მოსწავლე დაეუფლოს და გამოიყენოს სტრატეგიები ტექსტის სიღრმისეული შესწავლის მიზნით;
      8.მოსწავლემ შეძლოს დაწეროს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული ხასიათის ტექსტები;მაგ: წერილი, აფიშა, ბუკლეტი.
8.         მოსწავლემ შეძლოს ზეპირად გადმოსცეს ლექსი, დიალოგი, სიმღერა, ტექსტის შინაარსი. დაიცვას წარმოთქმის სიზუსტე; დაიცვას ინტონაცია, სწორად დასვას მახვილები.
9.მოსწავლემ მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემაზე;
10. მოსწავლემ მონაწილეობა მიიღოს სხვადახვა კონკურსებში,ოლიმპიადებში,კონფერენციებში;
11. მოსწავლემ ითანამშროლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან, შედეგების გაუმჯობესების, სტრატეგიული უნარ-ჩვევების გამომუშავების  და ენების ათვისების გაასადვილებლად.


ძირითადი თემები
 Unit1 - შემობრუნების მომენტი
1.      როგორ გრძნობ თავს?
2.      რატომ ვერ გავერთე უკეთესად?
3.      ის სერფინგობდა;
4.      მნიშვნელოვანი მოვლენების აღწერა;
5.      ცნობილი პოლიგლოტები;
6.      ქალები მსოფლიოში;
7.      აწმყო განუსაზღვრელი და აწმყო განგრძობითი დროები; წარსული განუსაზღვრელი და წარსული განგრძობითი დროები;
  Unit2 – ხელოვნება
1.      თქვენ არ შეგიძლიათ გაღიმება;
2.      გპირდებით ვიმუშავებთ ერთად;
3.      დავტოვოთ წიგნები საჯარო ადგილებში;
4.      სურათის აღწერა;
5.      გერუნდივი;ინფინიტივი;პასიური გვარი;
6.       პირველი და მეორე თავების შემაჯამებელი ტესტი.
Unit3 - მოსაზრებები

1.      შესაძლებელია იყოს ბილიონობით პლანეტები;
2.      როდის შევძლებ მანქანის ტარებას?
3.      შეგიძლიათ დამშვიდდეთ;
4.      დისკუსია ფაქტებსა და მოსაზრებებზე;
5.      ენის ნიშნები;
6.      კარგი საკითხავები;
7.      მოდალური ზმნები;

Unit4 – გონება მატერიებს ზემოთ
1.      მან დაინახა მოძრავი ავეჯი;
2.      მე ვიზრუნებ ჩემს თითებზე;
3.      თუ შენ მიყვები ამ რჩევას;
4.      ამბის თხრობა;
5.      გადამფრენი ჩიტები;
6.      მოდალური ზმნები; მარტივი მომავალი დრო; პირველი პირობითი წინადადება;
7.      მესამე და მეოთხე თავების შემაჯამებელი ტესტი;                                                                               
Unit5 - ცვლილებები    

1.      უკვე ისწავლა მან  პირველადი დახმარება?
2.      ოდესმე შეწუხებულხარ?
3.      ჩვენი შეხვედრის დღიდან ჩვენ ვმეგობრობთ;
4.      პირადი გამოცდილების აღწერა;
5.      ფერების ენა;
6.      ტურიზმი;
7.      აწმყო სრული დრო; აწმყო სრული დრო წარსულში;
Unit6 - ეს ჭკვიანურია
1.    გამომგონებელი თინეიჯერები;
2.    ადამიანები არ იყენებენ გადაყრილ ნივთებს;
3.    პირველი მანქანა მან გამოიგონა;
4.    პროცესების აღწერა;
5.    არაჩვეულებრივი ადამიანები;
6.    წარსული სრული დრო; ინფინიტივი; წარსული სრული დრო წარსულში;
7.    მეხუტე და მეექვსე თავების შემაჯამებელი ტესტი;


Unit7 - კომუნიკაციები
1.    ცხოველები საუბრობრნ;
2.    მან თქვა, რომ არ შეუძლია გახსენება;
3.    ისინი ეკითხებიან მას, თუ როგორ გაუჩნდა იდეა;
4.    ამბის თხრობა;
5.    სასტუმროს მისაღებში;
6.    გლობალური ინგლისური;
7.    ირიბი ნათქვამი; პირდაპირი ნათქვამი;
Unit8- ბუნებრივი სამყარო
1.      მათ უნდა იფიქრონ;
2.      რა უნდა გააკეთონ?
3.      თქვენ აქ გსურთ დარჩენა?
4.      ქვეყნის აღწერა;
5.      ექსტრემალური ადგილები;
6.      მოდალური ზმნები; მეორე პირობითი წინადადება;კითხვითი წინადადება;
7.      მეშვიდე და მერვე თავების შემაჯამებელი ტესტი.



სასწავლო საგნის ამოცანები
მოსწავლემ უნდა აითვისოს როგორც ენობრივი, ისე კულტურული ინფორმაცია;
მოსწავლემ უნდა შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის უნარ-ჩვევა;
სამეტყველო უნარ-ჩვევები (მოსმენა,ლაპარაკი,კითხვა,წერა);
უცხო კულტურის გაგების უნარი;
უცხოური ენის სწავლების უნარ-ჩვევა;
ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ.




კურსის ორგანიზაცია
10.1 საკლასო მენეჯმენტის ხერხები



10.2 მეცადინეობის ფორმები



10,3. სწავლების მეთოდები
წყვილებში,ჯგუფური, ინდივიდუალური




ლექციური, სემინარიული



სოკრატული, დიდაქტიკური, პრობლემებზე ორიენტირებული და კეთებით,შეხებით, მოსმენით.


სასწავლო კურსის შეფასება
განმავითარებელი; განმსაზღვრელი; განმსაზღვრელ - განმავითარებელი.

რესურსები
მოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, თვალსაჩინეობა, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტსაიტები, ადამიანური რესურსები
1.      New inspiration3 – Student’s book; workbook; teacher’s guide – Judy Garton – Sprenger; Philip Prowse – MACMILLAN – 2011
2.      ინგლისური ენის ფონეტიკა - მანანა არჩვაძე - გამომცემლობა ,,ცოტნე“.
3.      პოსტერები, პლაკატები.
4.      კომპიუტერი,ბუკი.


მისაღწევი შედეგები
1.      მოსწავლე ისმენს და  იგებს მასწავლებლის მითითებებს , სავარჯიშოს ინსტრუქციას, სხვადასხვა ტიპის ჩანაწერებს;
2.      მოსწავლე ისმენს და იგებს საინფორმაციო აუდიოჩანაწერს;
3.      მოსწავლე ისმენს და  იგებს ნაცნობ თემატიკაზე აგებულ ტექსტს;
4.      მოსწავლე ფლობს მოსმენისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს;
5.      მოსწავლე იძენს ხმამაღალი კითხვის უნარს;
6.      მოსწავლე ფლობს კითხვისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა ტექნიკას,კითხულობს და იგებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ შემეცნებით ტექსტს, აეთებს ამ ტექსის ანალიზს;
7.      მოსწავლე იძენს წერის  უნარ-ჩვევებს; მოსწავლე წერს წერილს თანატოლს, ქმნის ბუკლეტს, აფიშას;
8.      მოსწავლე მიმართავს წერის სათანადო სტრატეგიებს;
9.      მოსწავლე ეუფლება უცხოური ენის ფონოლოგიურ სისტემას; მოსწავლეს აქვს სათანადო გამოთქმა,იცავს ინტონაციას;
10.  მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში;წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას.
11.  მოსწავლე ორგანიზებას უწევს სასწავლო საქმიანობას;
12.  მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში; მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონკურსებში, ოლიმპიადებში.
13.  მოსწავლე იყენებს არსებულ რესურსებს და მონაწილეობას იღებს ახალი რესურსის შექმნაში.
14.  მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს წარმატებული სწავლების ხელშესაწყობად და ენების ათვისებისგასაადვილებლად.




Comments