გაკვეთილის გეგმები

საგანი
ინგლისური ენა
სწავლების საფეხური /კლასი

მე - 4 კლასი
საჭირო დრო
45 წუთი/ ერთი გაკვეთილი
მოსწავლეთა რაოდენობა


20 მოსწავლე
ჩატარების თარიღი
16/04/2019წ
პედაგოგი
მარეხი უსტიაშვილი
პირადი ნომერი
36001013499
გაკვეთილის თემა
საკვები ( ჯამრთელი საუზმე თუ ჩვეულებრივი ინგლისური საუზმე?)
Food ( healthy  breakfast or typical English breakfast?)

გაკვეთილის ტიპი
სამოდელო - ინტეგრირებული
ინგლისური - მე და საზოგადოება
გაკვეთილის მიზანი
მოსწაავლებმა შეძლონ წინარე ცოდნის გააქტიურება;მოისმინონ, უყურონ და გაიგონ უცხოურ ენაზე მოცემულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს; შეძლონ ჯანსაღი და არა ჯანსაღი საკვების გარჩევა და დასახელება ინგლისურ ენაზე; მიიღონ მარტივ ინტერაქციებში მონაწილეობა; შეძლონ ,,კვების პირამიდის’’ აგება.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ – ჩვევები
ინგლისური ენა
მოსწავლეებს გაჩნიათ გარკვეული ლექსიკური მარაგი საკვების თემასთან დაკავშირებით. მათ აგრეთვე იციან აწმყო განუსაზღვრელი დრო და ისეთი ზმნები როგორებიცაა: ჭამა, დალევა, მოწონება. ეს ყოველივე მათ დაეხმარებათ საკუთარი აზრის მარტივ წინადადებებად ჩამოყალიბებაში. აგრეთვე მათ შეუძლიათ ისეთი ინგლისური აუდიო და ვიდეო მასალის  მოსმენა და ყურება, რომელბიც გათვალისწინებულია მათი ასაკობრივი ჯგუფისთვის სტანდარტის მიხედვით.      
მე და საზოგადოება
მოსწავლეებმა იციან რა არის ჯანსაღი საკვები და აქვთ გაცნობიერებული  ჯანსაღი კვების მნიშვნელობა საკუთარი ჯამრთელობისთვის.
ეროვნული სასწავლო  გეგმის სტანდარტი
ინგლისური ენა
I უცხ. დაწყ. (I).1. სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა–ყურება და გაგება.
I უცხ. დაწყ. (I).2. სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.
I უცხ. დაწყ. (I).3. ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
მე და საზოგადოება
 საზ.მეც.დაწყ.(I).4.    ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა (პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობები);
აქტივობები

1.       კლასის ორგანიზება;
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს,აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს,თემას და შეფასების კრიტერიუმებს.
2.       გონებრივი იერიში - ,,დავიჭიროთ ბურთი“ (,,catch the ball’);
მასწავლებელი მოსწაავლებს უგდებს ბურთს, ის მოსწავლე რომელსაც მასწავლებელი უგდებს ბურთს ასახელებს იმ საკვების სახელწოდებას ინგლისურად, რომელიც უკვე ნასწავლი აქვს და ახსოვს.
3.       აუდიო ჩანაწერის მოსმენა, გაგება და მინი ინტერაქცია საყვარელ საკვებთან დაკავშირებით;
მოსწაავლები უსმენენ სახელმძღვანელოში მოცემულ აუდიო ჩანაწერს. ( ჯანსაღი საუზმე თუ ჩვეულებრივი ინგლისური საუზმე). მასწავლებლის და უკვე ნასწავლი ენობრივი საშუალებების დახმარებით იგებენ აუდიოს შინაარს. შემდეგ კი პასუხობენ მასწავლებლის დასმულ კითხვებს: ( რომელი საკვები მოსწონთ და რას მიირთმევენ ისისნი საუზმეზე?).
4.       ვიდეოს ჩვენება ჯანსაღ და არა ჯანსაღ საკვებთან დაკავშირებით და მინი ინტერაქცია ვიდეოს გარშემო;
მოსწავლეები უყურებენ ინტერნეტიდან გადმოწერილ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია ჯანსაღი და არა ჯანსაღი კვების შედეგები. ისინი მარტივი ფრაზებით გადმოსცემენ საკუთარ აზრს ვიდეოს შესახებ და მოჰყავთ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან.
5.        ,,კვების პირამიდის ‘’   შექმნა.
მასწავლებელი აკრავს დაფაზე წინასწარ მომზადებულ ფორმატს, სადაც დახატულია განყოფილებებად დაყოფილი ცარიელი ,,კვების პირამიდა“ და მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ დახატულ და გამოჭრილ საკვების სხვადასხვა სახეობებს. მოსწავლეები ინგლისურად აწერენ სახელს გამოჭრილ ნახატს და აწებებენ კვების პირამიდაზე შესაბამის განყოფილებაში.
6.       გასასვლელი ბილეთები;
მოსწავლეები გაკვეთილი შეჯამებისთვის ავსებენ გასასვლელ ბილეთებს, სადაც ერთ მხარეს წერენ 5 ჯანსაღი საკვების სახელწოდებას ინგლისურად, ხოლო მეორე მხარეს წერენ 5 არაჯანსაღი საკვების სახელწოდებას ინგლისურადვე.
7.       მოსწავლეთა შეფასება და საშინაო დავალების მიცემა.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და აძლევს საშინაო დავალებას, შეადგინონ საკუთარი ერთი დღის კვების განრიგი.
მოსწავლეთა ორგანიზება
ინდივიდუალური და მთელ კლასთან მუშაობა.
დროის ორგანიზება
I აქტივობა – 5 წუთი; II აქტივობა – 3 წუთი; III აქტივობა  – 7 წუთი; IV აქტივობა – 10 წუთი; V აქტივობა – 10 წუთი; VI აქტივობა – 5 წუთი; VII აქტივობა – 5 წუთი.
 შეფასება

განმავითარებელი შეფასება. (წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით).
რესურსები
1.            სახელმძღვანელო   ,,New building blocks4” ( მეორე ნაწილი) ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 23 გვ;
2.რვეული; 3. კალამი. 4.დაფა. 5 .ცარცი  6. მარკერები.7. მაგნიტური დაფა. 8. ლეპტოპი.9. ლექსიკონი. 10. ფერადი ფურცლები. 11. პროექტორი . 12. ბურთი. 13.https://www.youtube.com/watch?v=fE8lezHs19s
მოსალოდნელი შედეგი
გაკვეთილის ბოლოს  მოსწავლეები გაიაქტიურებენ  წინარე ცოდნას საკვებთან დაკავშირებით; შეძლებენ უცხოურ ენაზე შესრულებული აუდიო და ვიდეო მასალის მოსმენას და გაგებას; შეძლებენ  ჯანსაღი და არა ჯანსაღი საკვების გარჩევას და დასახელებას ინგლისურ ენაზე; ააგებენ  ,,კვების პირამიდას“ და შეძლებენ  გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით  მარტივ ინტერაქციებში მონაწილეობას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას.



      შეფასების   კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებებლი
      კარგი
1
ასახელებს თემასთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებს
2-3 სიტყვას ასახელებს ლექსიკურ თემასთან დაკავშირებით
4-5 სიტყვას ასახელებს ლექსიკურ თემასთან დაკავშირებით
5 სიტყვაზე მეტს ასახელებს ლექსიკურ თემასთან დაკავშირებით
2
ისმენს და იგებს აუდიო და ვიდეო მასალას
ისმენს ჩანაწერს და ვერ იგებს
ისმენს ჩანაწერს და ნაწილობრივ იგებს
ისმენს და იგებს ჩანაწერს
3
მონაწილეობს მინი ინტერაქციაში
ვერ ახერხებს ინტერაქციაში მონაწილეობას
ჩართულია ინტერაქციაში, თუმცა უჭირს აზრის სრულყოფილად გადმოცემა
ერთვება ინტერაქციაში კარგად, სვავს და პასუხობს კითხვებს, გადმოსცემს საკუთარ აზრს ნათლად
4
ჩართულია საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს
უჭირს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და არის პასიური
ნაწილობრივ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, ისმენს მასწავლებლის და თანაკლასელების ნათქვამს.
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, ისმენს  და ასრულებს სავარჯიშოებს თითქმის ყოველთვის.











Comments